Wednesday, August 12, 2015

დღე მეცხრე
            დღეს პრეზენტაციების წარდგენის დღე იყო. სოფიკო ჩიტაძემ წარაგინა თავისი პროექტის გეგმა თემაზე მარიტა-უცოდველი მშვენიერების პიროვნული ტრაგიზმი და აღწერა მისი თანამიმდევრობა შაბლონის მიხედვით. თუ როგორ იკვლევენ მოთხრობის მთავარი სათქმელის უკეთ გასაგებად მოსწავლეები  "მარიტაში"   განხილულ თემებსა და პრობლემებს და უკავშირებენ თანამედროვე ეპოქის პრობლემებს.
     შემდეგ პრეზენტაცია წარვადგინე მე თემაზე კულტურული შოკის არიდება ტურიზმის განვითარებისათვის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. ირმა გერლიანმა ისაუბრა ცხოველების დაცვის შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში. ნატო შათირიშვილმა გაგვაცნო ოქროს კვეთის არსის გასაგებად დაგეგმილი პროექტი.  ქეთევან ყიფიანმა ელექტრონული წიგნის შექმნის პროექტი წარადგინა, ისაუბრა, როგორ განუვითარებს ეს პროექტი მოსწაავლეებს  კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ია ვეფხვაძემ წარადგინა პროექტის გეგმა მსოფლიო კულტურასა და ქართული ტრადიციებზე. მაია ლაცაბიძემ ისაუბრა პროექტის გეგმაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული დღესასწაულის გაცნობას ეხება, კერძოდ კი ა.შ.შ-ს ეროვნულ დღესასწაულს მადლიერების დღეს. ნინო ჩხეიძის პროექტი ეხებოდა საზომ ერთეულებს, რა სახელები ჰქონდათ მათ ადრე და რა ჰქვიათ დღეს.მერი ღამბაშიძემ გააკეთა პრეზენტაცია ნარჩენების გადამუშავებაზე , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნარჩენებმა გარემოს და როგორ უნდა მივიღოთ ნარჩენებისგან სასარგებლო პროდუქტი. ფატი ღამბაშიძე პროექტით მოსწავლეებს ასწავლის სხვადასხვა მინერალური და სასმელი წყლების შემადგენლობას და სასარგებლო თვისებებს. ყველა პრეზენტაცია ძალიან მომეწონა, ყველა თავისებურად სასარგებლო და საინტერესოა.
      პრეზენტაციების შემდეგ დავუწერე კომენტარები ყველა გამომსვლელს.ტრენინგმა ჩემი სურვილი მცოდნოდა უფრო მეტი ვიდრე გუშინ გაამართლა. ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთლიანი კურსი. მადლობა ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს თავისი პროფესიონალიზმისათვის და გულისხმიერებისათვის.ყველა მონაწილეს და ქალბატონ მანანას ვუსურვებ წარმატებებს.

1 comment:

  1. კაგი პროექტია აქტუალურ თემაზეა და საკმაოდ პრობლემატური.გისურვებ წარმატებებს

    ReplyDelete